Logo

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია

სიახლეები

"სპორტული მედიცინა - XXI"

"სპორტული მედიცინა - XXI"

21 იანვარი 2022

სპორტული მედიცინის ასოციაციების ევროპულმა ფედერაციამ EFSMA (European Federation of Sports Medicine Associations) საქართველოს სპორტული მედიცინისა და საქართველოს ბავშვთა პარასაპორტის ასოციაციების ერთობლივ პროექტს „სპორტული მედიცინა - XXI” სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, სპორტული მედიცინის სფეროში მოღვაწე ექიმები, რეაბილიტოლოგები, ფიზიოთერაპევტები, ნუტრიციოლოგები, ოსტეოპათები ეწვევიან.

უცხოელი სპეციალისტები ქართველ კოლეგებთან ერთად იმუშავებენ, გაუწევენ სამედიცინო მომსახურებას ქართველ სპორტსმენებს. დაგეგმილია მასტერკლასები, ვორქშოპები, ტრენინგები და სემინარები.

პროექტს, საქართველოს ბავშვთა პარასპორტის ასოციაციის პრეზიდენტისაქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტიდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი, ხათუნა საგანელიძე და გერმანიის სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, სპორტული მედიცინის ცენტრის დირექტორი, პოტსდამის უნივერსიტეტის პროფესორი, ფრენკ მაიერი უხელმძღვანელებენ.

პროექტის განხორციელების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, უახლოეს ხანში გაავრცელებს.

სპორტსმენებსა და მედიკოსებს, სამედიცინო მომსახურების მისაღებად, ვორქშოპებსა და სემინარებში მონაწილეობისთვის, წინასწარი რეგისტრაციისთვის, განაცხადის გამოგზავნა შეგიძლიათ მეილზე: media@gsm.ge