საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია დაარსდა 1998 წელს, რომლის პირველ პრეზიდენტად გია აბესაძე აირჩიეს.
2003 წლის დეკემბერში ჩატარებული ხელახალი არჩევნებით, ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ზურაბ კახაბრიშვილი გახდა.
2004 წლის თებერვალში, შეიცვალა ასოციაციის წესდება, შესაბამისად - სპორტული მედიცინის ასოციაციის პრიორიტეტები და მიმართულებები.
დღეს, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია ახორციელებს ბავშვთა, მოზარდთა, პროფესიონალ სპორტსმენთა და ვეტერან სპორტსმენთა სამედიცინო კვლევას, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლსა და ბრძოლას დოპინგის წინააღმდეგ. სსმა, ასევე, ეროვნულ გუნდებს, ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სპორტულ გუნდებს უზრუნველჰყოფს სამედიცინო პერსონალით.
სპორტული მედიცინის ასოციაციის მთავარი დევიზია: სპორტი ჯანმრთელობისათვის, სპორტი დოპინგის წინააღმდეგ.