Logo

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია

სიახლეები

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს

16 თებერვალი 2022

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ სპორტსმენთა სამედიცინო შემოწმება დაიწყო.
დღეს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სარეაბილიტაციო ცენტრში, სამედიცინო შემოწმება გაიარეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა.
Check-up ის ფარგლებში, სპორტსმენებმა მიიღეს კვალიფიციური ნუტრიციოლოგის კონსულტაციაც.
ნუტრიციოლოგი, ყველა მოჭიდავეს მათზე მორგებულ ინდივიდუალურ პროგრამას შეუდგენს, რათა, ეროვნული გუნდის წევრებს, სამომავლოდ, წონის კლების ამ მატების დროს, ნაკლები სტრესი ჰქონდეთ და შეჯიბრებამდე იდეალური კონდინციებით მივიდნენ.
ეროვნული გუნდი, ხვალ, ბულგარეთში საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება.