Logo

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია

სიახლეები

ქართველი ფიგურული მოციგურავეების შესანიშნავი ასპარეზობა ზამთრის თამაშებზე

ქართველი ფიგურული მოციგურავეების შესანიშნავი ასპარეზობა ზამთრის თამაშებზე

20 თებერვალი 2022

პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალი მიმდინარეობს.
ქართველმა ფიგურულმა მოციგურავეებმა შესანიშნავად იასპარეზეს. მამაკაცებში, მორის ყვითელაშვილი მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა, ათეულამდე 1 ადგილი დააკლდა ანასტასია გუბანოვას, ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას წყვილმა ისტორიული, მეცხრე პოზიცია დაიკავა, გიორგი რევია და მარია კაზაკოვა კი მე-19 ადგილზე გავიდნენ.
ქართველ სპორტსმენებთან, პეკინში, ექიმ-რეაბილიტოლოგი, ფირუზ ტუნაძე მუშაობდა.