ზურაბ კახაბრიშვილი ძალოსნობის ევროპისა და იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ექიმად დაინიშნა
15 აპრილი 2022
ზურაბ კახაბრიშვილი ძალოსნობის ევროპისა და იუნიორებს შორის, ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ექიმად დაინიშნა.
სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი, 25 აპრილს საბერძნეთში გაემგზავრება, სადაც კრეტაზე სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი ძალოსნობაში, იუნიორთა შორის.
ხოლო 28 მაისიდან 5 ივნისამდე, ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, უფროსებს შორის, ევროპირველობის მთავარი ექიმიც იქნება.