საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ კახაბრიშვილი ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მთავარ ექიმად არის დანიშნული.
ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დღეს მიემგზავრება, სადაც კონტინენტის პირველობა იმართება.
ევროპელი ძალოსნები ფიცარნაგზე 25 მაისიდან გამოვლენ. ტურნირი 5 ივნისს დასრულდება.