Logo

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია

სიახლეები

საქართველოს პარატაეკვანდოს ნაკრების ისტორიული შედეგი ევროპის ჩემპიონატიდან

საქართველოს პარატაეკვანდოს ნაკრების ისტორიული შედეგი ევროპის ჩემპიონატიდან

23 მაისი 2022

საქართველოს პარატაეკვანდოს ნაკრებმა, დიდი ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერში გამართულ ევროპირველობაზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და რვა მონაწილიდან, რვა მედლის მოპოვება მოახერხა.
შოთა გოჩიაშვილის შეგირდებმა 3 ოქროსა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტურნირის ჩემპიონები გახდნენ გიორგი ხიზანიშვილი, გიორგი ზარქუა და გოგა ხახალაშვილი, ხოლო ბრინჯაოს ანა ჯაფარიძე, გიორგი ნიკოლაშვილი, დავით მაქაძე, ლია ჩაჩიბაია და ალექსანდრე მეგრელიშვილი დაეუფლნენ.
პარატაეკვანდოს ნაკრებთან ერთად, მანჩესტერში, ჩვენი ექიმ-რეაბილიტოლოგი, ვახტანგ ღოლიჯაშვილი მუშაობდა.
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია ულოცავს ისტორიულ შედეგს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, შოთა გოჩიაშვილსა და საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს.