Logo

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია

სიახლეები

ანასტასია გოტფრიდის 2 ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან

ანასტასია გოტფრიდის 2 ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან

05 ივნისი 2022

ანასტასია გოტფრიდმა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ორი ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცსა და ორჭიდში შეძლო მედლების მოპოვება.

აღსანიშნავია სპორტული მედიცინის ასოციაციის სამედიცინო პერსონალის შესანიშნავი მუშაობა. ანასტასია გოტფრიდს ევროპირველობამდე არაერთი ტრავმა ჰქონდა, სამედიცინო გუნდის დამსახურებით, სპორტსმენი მაქსიმალურად ოპტიმალურ ფორმაში გამოვიდა ფიცარნაგზე და ტირანას მედლების გარეშე არ ტოვებს.

ძალოსანთა ეროვნული ნაკრების სამედიცინო გუნდი გიორგი ჭინჭარაულისა და რუსლან ღიბრაძისგან შედგება. ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მთავარი ექიმი კი ზურაბ კახაბრიშვილია.