Logo

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია

სიახლეები

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ, გორში, პირველი რეგიონალური ფილიალი გახსნა

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ, გორში, პირველი რეგიონალური ფილიალი გახსნა

23 ივნისი 2022

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ, გორში, პირველი რეგიონალური ფილიალი გახსნა.
რეგიონალური ბიურო, გორში, სასტუმრო “ვიქტორიაში” დაგეგმილი სამედიცინო კონფერენციის - “ფიზიკური რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდები და კინეზოთერაპია”ფარგლებში გაიხსნა.
კონფერენციას გორში ადგილობრივი და მოწვეული მწვრთნელები, ექიმები, ფიზიკური თერაპევტები და სხვადასხვა სპორტულ გუნდსა თუ სპორტსკოლებში მომუშავე სამედიცინო სტაფის წევრები დაესწრნენ.
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კახაბრიშვილმა საზოგადოებას რეგიონალური განვითარების პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის იდეაც, ასოციაციის ვიცე პრეზიდენტს, ხათუნა საგანელიძეს ეკუთვნის. ასოციაციისთვის პრიორიტეტულია, რომ რეგიონებში სპორტული მედიცინა განავითაროს, რათა სპორტსმენებმა და სპორტში მოვარჯიშეებმა ადგილზევე შეძლონ სერვისის მიღება.
ამასთან, ასოციაცია მთელი წლის განმავლობაში ატარებს ტრეინინგების ციკლს და ჩაშვებული აქვს სტაჟიორთა პროგრამა, რომელიც სტუნდენტებისა და ახალგაზრდა კადრების გადამზადებასა და მეტი განათლების მიცემას გულისხმობს.
გორის კონფერენციაზე მოხსენება წაიკითხა კომპანია “ბიომედიკას” სამეცნიერი-სასწავლო განყოფილების ხელმძღვანელმა, მანანა ჩახნაშვილმა, რომელმაც სპეციალისტებსა და მწვრთნელებს იმ პრეპარატების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა გამოყენებაც რეაბილიტაციის პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო კომპანია “მიოლერი”, რომელმაც “ომეგა 3”-ის პროდუქციის შესახებ ისაუბრა, როგორც დამხმარე საშუალების რეაბილიტაციის პროცესში. ამასთან, კომპანიის წარმომადგენლებმა, ირაკლი ვასაძემ და ანანო ღვინეფაძემ სტუმრებს სპეციალური საჩუქრებიც გადასცეს.
40 წლიანი გამოცდილება გაუზიარა სტუმრებს გერმანიიდან მოწვეულმა SES-ის ექსპერტმა, არნოლდ ბეკერმაც, რომელიც უკვე 1 თვე ხდება საქართველოშია და სხვადასხვა ქალაქში, სუპერვიზიას უწევს ფიზიკურ თერაპევტებს.
კონფერენციის მეორე ნაწილი უფრო მეტად დატვირთვული იყო თეორიული და პრაქტიკული სწავლებებით. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა, ლანა ბოკუჩავამ მოხსენება გააკეთა მუხლის სახსრის შესახებ და იმ ტრავმებზე, რასაც სპორტში ყველაზე ხშირად ვხვდებით.
სპორტული მედიცინის ასოციაციისა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის “სიცოცხლის ხარისხის” გაუმჯობესების ცენტრის ფიზიკურმა თერაპევტმა, ვაჟა ომარაშვილმა პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა მწვრთნელებსა და მედიკოსებს და გააცნო მათ სპეციალური პროტოკოლები და სადიაგნოსტიკო ტესტები მუხლის სახსრის ტრავმების დასადგენად. ვაჟა ომარაშვილმა, ზურაბ კახაბრიშვილთან ერთად, კონფერენციაზევე წარმოადგინა პრაქტიკული ტესტები და ადგილზევე გაისინჯა რამდენიმე სპორტსმენიც, რომლებსაც, ტესტების მეშვეობით, 95%-იანი სიზუსტით დაუდგინდათ ტრავმა.
ასოციაციის პრეზიდენტმა კინეზოტეიპირების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და პრაქტიკული სამუშაოებიც აჩვენა დამსწრეებს.
გორში, სასტუმრო “ვიქტორიაში” გაიხსნა სარეაბილიტაციო ცენტრი “რაიდმედი”, სადაც, ადგილზე იქნება შესაძლებელი პირველადი სამედიცინო გასინჯვები, ტრავმების დიაგნოსტირება და რეაბილიტაცია.