Logo

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია

სიახლეები

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ტრიუმფი მადრიდში

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ტრიუმფი მადრიდში

08 ივლისი 2022

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მადრიდის გრან პრიზე, რომელიც წრიული სისტემით ჩატარდა, 6 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ნუგზარ წურწუმიამ, ესპანეთის დედაქალაქში ახალ წონაში იასპარეზა და 60 კილოგრამში პირველობა არავის დაუთმო.
ფირუზ აბულაძე (63), ლერი აბულაძე (67), რამაზ ზოიძე (72) - ყველა მათგანი ოქროს მედლებს სხვა წონებში დაეუფლნენ.
დებიუტი ჰქონდა 77 კგ წონით კატეგორიაში იური ლომაძეს, რომელიც, როგორც ჩანს, ამ წონაში ეცდება თავის დამკვიდრებას და პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის იბრძოლებს. ლომაძეს, ფინალში შმაგი ბოლქვაძესთან უნდა ეჭიდავა, თუმცა აჭარელი სპორტსმენი ფინალში არ გამოჩენილა.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ხალიჩაზე ოქროს მედლით დაბრუნდა ზვიად პატარიძე (130), რომელსაც ეროვნულ ნაკრებში თავის დამკვიდრებისთვის გარჯა მოუწევს.
მეორე ვერცხლის მედალი გელა ბოლქვაძემ (82) დაისაკუთრა, ხოლო 67 კგ წონით კატეგორიაში, ვერცხლის მედალს ლუკა ოჩიგავა დაეუფლა.
მსოფლიო ჩემპიონატზე დასაყენებელ შემადგენლობას რუმინეთში დაგეგმილი ტურნირი გადაწყვეტს.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებთან, ექიმ-რეაბილიტოლოგი, ლაშა ღონღაძე მუშაობს