ტრეინინგი ფიზიკური რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდებსა და კინეზოთერაპიაში
28 ივნისი 2022
ბავშვთა პარასპორტის განვითარებისა და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციების ურთიერთთანამშრომლობით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, ფიზიკური რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდებსა და კინეზოთერაპიაში ტრეინინგი ჩატარდა.
სემინარს, რომელიც სამ მნიშვნელოვან თემას მოიცავდა, სხვადასხვა სპორტულ გუნდებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში მომუშავე პირები, ასევე ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტები და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის “სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების ცენტრის” სპეციალისტები ესწრებოდნენ.
ტრეინინგი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა, ლანა ბოკუჩავამ გახსნა, რომელმაც მოხსენება სპორტში, მუხლის ტრავმებსა და მის ანატომიურ მიმოხილვას დაუთმო.
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციისა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის “სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების ცენტრის” ფიზიკურმა თერაპევტმა, ვაჟა ომარაშვილმა მუხლის სახრის ტრავმების, სადიაგნოსტიკო ტესტებისა და რეაბილიტაციის პერიოდებზე ისაუბრა.
ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციის მიერ, გერმანიიდან მოწვეულმა სენიორ ექსპერტმა, არნოლდ ბეკერმა, სტუმრებს 40 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა, როგორც ჰიდროთერაპიის, ასევე კინეზოთერაპიის შესახებ, პრაქტიკული სავარჯიშოებიც მათთან ერთად ჩაატარა და ტრეინინგის დასასრულს, მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.