საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, ხათუნა საგანელიძე, სპორტული მედიცინის საერთაშორისო ფედერაციის (FIMS) პრეზიდენტის, ფაბიო პიგოცის პირადი მოწვევით, მექსიკაში მიემგზავრება, სადაც ქალაქ გვადალახარაში, 22-25 სეექტემბერს, 37-ე მსოფლიო კონგრესი გაიმართება.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორს, FIMS-ის პრეზიდენტი, ამიერკავკასიის რეგიონში, ამბასადორად წარადგენს, რაც ხათუნა საგანელიძეს საშუალებას მისცემს, აქტიურად ითანაშრომლოს რეგიონის ქვეყნებთან სპორტული მედიცინის მიმართულების გაძლიერებისთვის.
მექსიკაში დაგეგმილია მსოფლიო ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაც, სადაც ახალი ბორდი აირჩევა. საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, ისევე როგორც ევროპულ ფედერაციასი, FIMS-შიც ხმის უფლებით სარგებლობს.
გვადალახარაში დაგეგმილ კონგრესზე, განიხილება და დამტკიცდება ყველა ის საკითხი და კონკრეტული გეგმა, რომელზეც ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, მაისში, ბრაიტონში გამართულ EFSMA-სა და დიდი ბრიტანეთის სპორტული მედიცინის ასოციაციის (BASEM) ერთობლივ კონფერენციაზე ისაუბრა.
ეს საკითხებია: დარგში არსებული გამოწვევები, საგანმანათლებლო სფეროსა და სალიცენზიო რეგულაციების შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა ევროპასა და მასთან ასოცირებულ ქვეყნებში.