Logo

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია

სიახლეები

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება

26 დეკემბერი 2022

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია 2022 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას 27 დეკემბერს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში გამართავს.

ღონისძიებაზე სპეციალური ჯილდოები გადაეცემათ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში სპორტული მედიცინის მხარდამჭერები არიან და დარგის განვითარებაში წვლილი აქვთ შეტანილი. ასოციაცია, ეროვნულ ნაკრებებში მომუშავე სამედიცინო პერსონალს 12 სხვადასხვა ნომინაციაზე წარადგენს და დააჯილდოვებს.

ღონისძიების დაწყებამდე დაგეგმილია საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციისა და საქართველოს რაგბის კავშირის ერთობლივი სტაჟირების პროგრამის მონაწილეთა სერტიფიცირება.

მონაწილეებს სერტიფიკატებს ასოციაციის პრეზიდენტი და  ვიცე პრეზიდენტი, ზურაბ კახაბრიშვილი და ხათუნა საგანელიძე გადასცემენ, რაგბის კავშირიდან კი, მისი პრეზიდენტი - იოსებ ტყემალაძე და მოთამაშეთა კეთილდღეობის კოორდინატორი, ამ პროგრამის იდეის ავტორი - ნოდარ ნონო ანდღულაძე.

ღონისძიება 17:00 საათიდან დაიწყება.