Logo

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია

სიახლეები

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ წლის საუკეთესოები დააჯილდოვა

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ წლის საუკეთესოები დააჯილდოვა

28 დეკემბერი 2022

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ 2022 წელი შეაჯამა და წლის საუკეთესო მედიკოსები "ჰოლიდეი ინნ" თბილისში დააჯილდოვა.

სასიამოვნოა, რომ  ასოციაციის წლის მთავარ ღონისძიებას ახლაც ესწრებოდნენ ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები და დაჯილდოების ცერემონიალშიც მიიღეს მონაწილეობა.

დაჯილდოების ცერემონიალის დაწყებამდე, ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კახაბრიშვილმა საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა და ყველა ის განხორციელებული პროექტი გააცნო, რომელიც ორგანიზაციამ წლის დასაწყისში დაიწყო.

სპორტული მედიცინის მხარდაჭერისთვის, სპეციალური პრიზები გადაეცათ: კომპანია "აჭარაბეთის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნინი გუჯაბიძეს; კომპანია "ფარმკაპიტალს", ვეტერან მორაგბეს, ნოდარ ანდღულაძესა და კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრს, გიორგი ცინცაძეს.

საქართველოში, სპორტული მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პროფესორი და ნუტრიციოლოგი, ქეთევან ბერიძე დაჯილდოვდა.

წლის მთავარი 12 ნომინაცია კი ასე გადანაწილდა:

საქართველოში, ფარიკაობაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა ექიმ რეაბილიტოლოგი გიორგი მახვილაძე;

წლის საუკეთესო ფიზიკური თერაპევტი სათამაშო სახეობებში - თორნიკე გოგიჩაიშვილი;

წლის საუკეთესო რეაბილიტოლოგი ჭაბუკთა ნაკრებში - ლაშა მამრიკიშვილი;

წლის საუკეთესო რეაბილიტოლოგი ახალგაზრდულ ნაკრებში - ლევანი ლინნიკი;

წლის საუკეთესო ფიზიკური თერაპევტი ოლიმპიურ სახეობებში - ალექსი ბუზალაძე;

წლის საუკეთესო რეაბილიტოლოგი ოლიმპიურ სახეობებში - დავით შამათავა;

წლის საუკეთესო რეაბილიტოლოგი სათამაშო სახეობებში - გიორგი ჩანგელია;

წლის საუკეთესო რეაბილიტოლოგი 23 წლამდელთა ნაკრებში - ვაჟა ომარაშვილი;

წლის საუკეთესო რეაბილიტოლოგი ოლიმპიურ ნაკრებში - გიორგი მგელაძე;

წლის საუკეთესო ექიმი პარასპორტში - თეა ადამია;

წლის საუკეთესო ექიმი კაცთა შორის - თეიმურაზ ხვედელიძე;

წლის საუკეთესო ექიმი - ნუცა შამათავა;

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის წლის მთავარი ღონისძიების სპონსორები იყვნენ:

გენერალური სპონსორი - "აჭარაბეთი"

სპონსორი - "ფარმკაპიტალი"

მხარდამჭერი - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

მხარდამჭერი - "ავერსი"