საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ თბილისში მასშტაბურ კონფერენციას უმასპინძლა
24 იანვარი 2023
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, მასშტაბური კონფერენცია ჩაატარა.
კონფერენცია დატვირთული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებით, როგორიცაა:
სპორტული ტრავმები, მათი პრევენცია და რეაბილიტაცია, ანტიდოპინგი, სპორტული ნუტრიცია, პრობლემები სპორტსმენთა კვებაში, რეაბილიტაციის დამხმარე საშუალებები და მედიკამენტები.
ასოციაციის ეგიდით გამართულ ღონისძიებას, რომელიც ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კახაბრიშვილმა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე პრეზიდენტმა, ელგუჯა ბერიშვილმა გახსნეს, 90-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა.
აუდიტორიისთვის მოხსენებები გააკეთეს: