სპორტული ტრავმები, რეაბილიტაცია და ანტიდოპინგური საკითხები - ორდღიანი კონფერენცია გორში დასრულდა
24 იანვარი 2023
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ, დღეს, გორში დაასრულა კონფერნცია თემაზე - “სპორტული ტრავმები, მათი პრევენცია და რეაბილიტაცია; დოპინგის კლიმატი საქართველოში, გამოწვევები და პერსპექტივები”.
მასშტაბურ ღონისძიებას, რომელიც მხაედაჭერილია ეროვნული ოლომპიური კომიტეტისა და სოლიდარობის ფონდის მიერ, თბილისის შემდეგ, გორმა უმასპინძლა, სადაც მონაწილეებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, სპორტული ტრავმების, რეაბილიტაციის გზებისა და სპორტული ნუტრიციის შესახებ, ნიდერლანდელმა ექსპერტებმა და ედუკატორებმა, “ფიზიოჰოლანდისა და სპორტსერვისის” წარმომადგენლებმა, დევიდ შერმანმა და ფილიპ მოიემ გაუზიარეს.
ანტი დოპინგურ საკითხებზე, აუდიტორიასთან მოხსენება პოლონეთიდან მოწვეულმა ექსპერტმა, აგნეშკა ოსტროვკამ გააკეთა.
სპორტსმენთა კვებაში არსებული პრობლემები კი საზოგადოებას პროფ. ქეთევან ბერიძემ გააცნო.
რეაბილიტაციის დამხმარე პრეპარატები იყო ოლიმპიური ნაკრებოს მთავარი ექიმის, ზურა კახაბრიშვილის მთავარი სასაუბრო თემა.
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ, მასშტაბური სამედიცინო კონფერენციის ორგანიზება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერით შეძლო.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, სოლიდარობის ფონდთან ერთად, საქართველოში განათლების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, არაერთ პროექტს ახორციელებს.