საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო უნივერსიტეტი ითანამშრომლებენ.
მემორანდუმის თანახმად, რომელსაც ხელი ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კახაბრიშვილმა და უნივერსიტეტის მხრიდან, ქეთევან ბერიძემ მოაწერეს, ოლიმპიური, არაოლიმპიური და პარალიმპიური გუნდების სამედიცინო სამსახური, ქეთევან ბერიძესთან ერთად, სპორტსმენებს კონსულტაციებს გაუწევს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიც არის კვება, კალორაჟი, დიეტა და ა.შ.
ამასთან, სპორტული მედიცინის ასოციაცია, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მწვრთნელებს, სპორტული მედიცინის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება.