Logo

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია

სიახლეები

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატიდან ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატიდან ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე

12 აპრილი 2021

 
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი და ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, ზურაბ კახაბრიშვილი ძიუდოს ევროპირველობის მთავარ ექიმად დაინიშნა.
მოწვევა, ძიუდოს ევროპის ფედერაციისგან ზურაბ კახაბრიშვილმა 6 აპრილს მიიღო. ევროპის ჩემპიონატს, პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი 16-18 აპრილს უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ კახაბრიშვილი ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მთავარი ექიმი იყო, რომელიც მოსკოვში 3 აპრილიდან 11 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა.