საქართველოს სპორტულო მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი და ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, ზურაბ კახაბრიშვილი და საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, კახი კახიშვილი საუდის არაბეთში, ქალაქ ჯედდაში საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე იმყოფებიან, სადაც ამ წუთებში, პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან, ძალოსნობის შესაძლო ამოღების საკითხს განიხილავენ.
საუდის არაბეთი 5-12 ოქტომბერს, ახალგაზრდებს შორის, მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, სადაც ზურაბ კახაბრიშვილი მთავარ ექიმად არის დანიშნული