გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას წყვილმა, გერმანიის ქალაქ ობერსდორფში გამართულ სალიცენზიო ტურნირზე, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას, 2022 წლის პეკინის ზამთრის თამაშების მეოთხე ლიცენზია მოუტანა.
ქართველი ფიგურული მოციგურავეები, გუნდურ ასპარეზობაშიც მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია ულოცავს ამ დიდ წარმატებას საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას, მის პრეზიდენტს, მაკა გიორგობიანს, სპორტსმენებსა და მწვრთნელებს ამ უდიდეს წარმატებას.
ობერსდორფში, საქართველოს გუნდთან ექიმი ფირუზ ტუნაძე მუშაობდა.