ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე ჩემპიონები გახდნენ
ვერცხლის მედალს, გრიგალაშვილთან გამართულ ქართულ ფინალში, ვლადიმერ ახალკაცი დასჯერდა. ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა სოფიო სომხიშვილმაც, ხოლო გელა ზაალიშვილი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
ქართველ ძიუდოისტებთან, უნგრეთის დედაქალაქში, ჩვენი მედიკოსები, დიმიტრი ბაღათურია და გიორგი კაზალიკაშვილი მუშაობენ.