თელავში, პრეპარატ “Traumeel S”-ის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე - “საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები”, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ კახაბრიშვილმა, მონაწილეთათვის ლექცია წაიკითხა.
ზურაბ კახაბრიშვილმა, სპორტულ მედიცინაში, ბიორეგულაციური პრეპრატების პრაქტიკული გამოყენების მეთოდებზე ისაუბრა.
სემინარს ასევე ესწრებოდნენ, სპორტის სხვადასხვა სახეობებში მომუშავე ჩვენი მედიკოსები: ფირუზ ტუნაძე, ვახტანგ ღოლიჯაშვილი, ავთანდილ თელია, გიორგი მახვილაძე, გუგა ადამია