საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ 2021 წელი შეაჯამა და წლის საუკეთესო მედიკოსები დააჯილდოვა.
გარდა მედიკოსებისა, ასოციაციისგან სპეციალური ჯილდოები მიიღეს ორგანიზაციის მხარდამჭერებმა და სპორტული მედიის წარმომადგენლებმა.
წლის საუკეთესო ექიმის ტიტული გიორგი ლომიძეს ერგო.
დანარჩენ 14 ნომინაციაში კი ჯილდოები ასე განაწილდა:
საქართველოში სპორტული მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა დავით ხარაბაძე.
საქართველოში სპორტული მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა გიორგი ჭუმბურიძე.
ოლიმპიური ნაკრების მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა დავით ასკურავა.
ოლიმპიური ნაკრების მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა ლევან ახალკაცი.
2021 წლის საუკეთესო ფიზიოთერაპევტი - რუსლან ღიბრაძე.
2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა რეაბილიტოლოგები - მამუკა გალდავა და გიორგი მურცხვალაძე.
ქართველი ნიჩბოსნების წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა ზაზა აბესაძე.
2021 წლის საუკეთესო ექიმი პარასპორტში - მაია ახვლედიანი.
2021 წლის საუკეთესო რეაბილიტოლოგი პარასპორტში - ვახტანგ ღოლიჯაშვილი.
2021 წლის საუკეთესო რეაბილიტოლოგი საჭიდაო სახეობებში - ლაშა ღონღაძე.
2021 წლის საუკეთესო რეაბილიტოლოგი ოლიმპიურ გუნდში - გიორგი ჭინჭარაული.
2021 წლის საუკეთესო ექიმი ოლიმპიურ გუნდში - დიმიტრი ბაღათურია.
2021 წლის სპორტული მედიცინის ასოციაციის საუკეთესო რეაბილიტოლოგი და თანამშრომელი - ფირუზ ტუნაძე.
2021 წლის საუკეთესო ექიმი - გიორგი ლომიძე.