Logo

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია

სიახლეები

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ზურაბ კახაბრიშვილი დააჯილდოვა

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ზურაბ კახაბრიშვილი დააჯილდოვა

11 თებერვალი 2022

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ, სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ კახაბრიშვილი, სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმს, მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძის მიერ დამზადებული სკულპტურა, მიხეილ აბაიშვილმა გადასცა.

ბრინჯაოს ქანდაკება სახელობითია და სპორტულმა ჟურნალისტებმა, გაწეული შრომისთვის ზურაბ კახაბრიშვილს მადლობა ამ ფორმით გადაუხადეს. 

სპეციალური სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა ზურაბ კახაბრიშვილმა, სჟა-ს პრეზიდენტს, მიხეილ აბაიშვილს, სპორტული მედიცინის ასოციაციის საქმიანობის პოპულარიზებისთვის.

ასოციაციებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობისა და მხარდაჭერის მემორანდუმი. მემორანდუმის თანახმად, მხარეები იღებენ ვალდებულებას, ერთობლივი ძალისხმევით და პარტნიორობით, დაგეგმონ და განახორციელონ პროექტები, ჩაატარონ სემინარები და ტრენინგები, მონაწილეობა მიიღონ იმ ღონისძიებებში, რომელსაც ერთი ან მეორე მხარე მართავს.

მემორანდუმი ასევე გულისხმობს ეთობლივ სპორტულ აქტივობებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში, სპორტული ჟურნალისტებისა და სპორტული მედიცინის სფეროში დასაქმებული ექიმებისთვის.