ქართველმა ფიგურულმა მოციგურავეებმა შესანიშნავად იასპარეზეს. მამაკაცებში, მორის ყვითელაშვილი მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა, ათეულამდე 1 ადგილი დააკლდა ანასტასია გუბანოვას, ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას წყვილმა ისტორიული, მეცხრე პოზიცია დაიკავა, გიორგი რევია და მარია კაზაკოვა კი მე-19 ადგილზე გავიდნენ.
ქართველ სპორტსმენებთან, პეკინში, ექიმ-რეაბილიტოლოგი, ფირუზ ტუნაძე მუშაობდა.