Logo

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია

სიახლეები

საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს სემინარი სსმა-ს მედიკოსებისთვის

საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს სემინარი სსმა-ს მედიკოსებისთვის

29 აპრილი 2022

საქართველოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერითა და ოლიმპიური სოლიდარობის ფონდის დაფინანსებით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის წევრებისა და ეროვნულ ნაკრებ გუნდებში მომუშავე სამედიცინო პერსონალისთვის ანტიდოპინგ ინსტრუქტორთა სემინარი ჩაატარა.
სემინარის ფარგლებში, საქართველოში იმყოფებოდნენ სერბეთის ანტიდოპინგური სააგენტოს კონტროლის საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ნენად დიკიჩი, ასევე, ბელგრადის სინგიდუნუმის უნივერსიტეტის პროფესორი, მარია ანჯელკოვიჩი, მოლდოვას ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე, ელენა არჰიპი, სომხეთის ანტიდოპინგური სააგენტოს დირექტორის მოადგილე, არეგ ჰოვანისიანი.
ორდღიან სემინარზე, მოწვეულმა სტუმრებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, როგორიც არის:
ანტიდოპინგური წესების დარღვევა და მკაცრი პასუხისმგებლობის პრინციპი;
მედიკამენტების გამოყენება და თერაპიული გამოყენების გამონაკლისი;
სუფთა სპორტთან დაკავშირებული პრინციპები და ღირებულებები;
სპორტსმენების, სპორტსმენის დამხმარე პერსონალისა და სხვა ჯგუფების კოდექსით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები;
აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების სია;
ტესტირების პროცედურები, შარდის, სისხლის და სპროტსმენის ბიოლოგიური პასპორტის ჩათვლით;
სემინარის დასასრულს, მონაწილეებმა სპეციალური ქვიზები შეავსეს და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.