Logo

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია

სიახლეები

სპორტული მედიცინა XXI - 90-მდე ახალგაზრდა თეორიულ და პრაქტიკულ გადამზადებას გადის

სპორტული მედიცინა XXI - 90-მდე ახალგაზრდა თეორიულ და პრაქტიკულ გადამზადებას გადის

23 აპრილი 2022

სპორტული მედიცინა XXI - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და სპორტული მედიცინის ასოციაციის თანამშრომლობით, პროფ. ხ.საგანელიძისა და პროფ. ფ.მაიერის ხელმძღვანელობით, დაიწყო ტრეინიგების ციკლი, რომლის ფარგლებშიც, 90-მდე ახალგაზრდა, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის მიმართულებით, თეორიულ და პრაქტიკულ გადამზადებას გადის.
22 მარტს პირველი თეორიული სწავლება გაიმართა, რომელიც მიეძღვნა ქვედა კიდურების დინამიური ანატომიისა და ორთოპედიული ტესტირების ტექნიკის თემატიკას.
23-24 მარტს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, ჰოლანდილი ტრენერების, იარნო კრაინენის, დევიდ შერმანისა და მარტინ სნუკის ტრეინინგები ტარდება, რომელიც ეხება სპორტულ ტრავმებსა და მათი პრევენციის და რეაბილიტაციის სტრატეგიებს.
28-დან 30 მარტის ჩათვლით, მოწვეული საერთაშორისო ტრენერები, სერბეთის ანტიდოპინგური სააგენტოს დოპინგკონტროლის საბჭოს პრეზიდენტი, ნენად დიკიჩი, ბელგრადის სინგიდუნუმის უნივერსიტეტის პროფესორი, მარია ანჯელკოვიჩი, მოლდოვას ანტიდოპინგური სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე, ელენა არჰიპი და სომხეთის ანტიდოპინგური სააგენტოს დირექტორის მოადგილე, არეგ ჰოვანისიანი ჩაატარებენ სემინარებს სპორტული მედიცინის მიმართულებით.
ტრეინინგები გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში და ემსახურება სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის მიმართულებით, ახალგაზრდა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას და დასაქმებას.