Logo

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია

სიახლეები

ხათუნა საგანელიძე, დიდ ბრიტანეთში EFSMA-ს კონფერენციაზე იმყოფება

ხათუნა საგანელიძე, დიდ ბრიტანეთში EFSMA-ს კონფერენციაზე იმყოფება

27 მაისი 2022

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი, ხათუნა საგანელიძე დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ბრაიტონში იმყოფება, სადაც სპორტული მედიცინის ასოციაციების ევროპული ფედერაციის (EFSMA) ყოველწლიური კონფერენცია იმართება.
ევროპული ფედერაციის კონფერენციის პარალელურად, ბრაიტონში, დიდი ბრიტანეთის სპორტული მედიცინის ასოციაციის (BASEM) კონფერენციაც ტარდება.
EFSMA-ს კონფერენციაზე, რომელსაც 21 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება, 26 მაისს, ევროპული ფედერაციის პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტები, გენერალური მდივანი და აღმასრულებელი საბჭო აირჩიეს. ევროპულ ფედერაციაში ხმის უფლებით სარგებლობს საქართველოც.
ახლადარჩეულმა ბორდმა, მონაწილე ქვეყნებთან ერთად, კენჭი უყარა ცვლილებებს წესდებაში, ამასთან, დაიგეგმა 2022 წლის ღონისძიებები და შემდეგი ყოველწლიური კონფერენციის ადგილი.
EFSMA-ს ინიციატივით, საქართველოსა და თურქეთის ასოციაციები აქტიურად ითანაშრომლებენ, რეგიონში სპორტული მედიცინის მიმართულების განვითარებისთვის. ამასთან, ხათუნა საგანელიძემ, თურქეთის სპორტული მედიცინის ასოციაციისგან მიიღო მოწვევა, გახდეს მათი სამეცნიერო ჟურნალის საბჭოს წევრი, რაზეც საქართველოს ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა.
სპორტული მედიცინის ასოციაციების ევროპული ფედერაციის კონფერენცია დღეს სრულდება.