Logo

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია

სიახლეები

FIMS-ის პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძე 37-ე მსოფლიო კონგრესზე მიიწვია

FIMS-ის პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძე 37-ე მსოფლიო კონგრესზე მიიწვია

28 მაისი 2022

სპორტული მედიცინის საერთაშორისო ფედერაციის (FIMS) პრეზიდენტმა, იტალიელმა ფაბიო პიგოციმ, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, ხათუნა საგანელიძე 37-ე მსოფლიო კონგრესზე მიიწვია, რომელიც 20-25 სექტემბერს, მექსიკაში, ქალაქ გვადალახარაშია დაგეგმილი.
მსოფლიო კონგრესზე, პიგოცი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორს, ამიერ კავკასიის რეგიონში, ამბასადორად წარადგენს, რომელიც საშუალებას მისცემს ხათუნა საგანელიძეს, აქტიურად იმუშაოს და ითანამშრომლოს რეგიონის წევრ ქვეყნებთან სპორტული მედიცინის მიმართულების გაძლიერებისთვის.
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება, სადაც სპორტული მედიცინის ასოციაციების ევროპული ფედერაციის (EFSMA) და დიდი ბრიტანეთის სპორტული მედიცინის ასოციაციის (BASEM) ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა.
EFSMA-ს შეხვედრაზე, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ისაუბრა ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის სპორტული მედიცინის საკითხები, დარგში არსებული გამოწვევები, საგანმანათლებლო სფეროსა და სალიცენზიო რეგულაციების შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა ევროპასა და მასთან ასოცირებულ ქვეყნებში. ხათუნა საგანელიძის ინიციატივით, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სპორტული მედიცინის მიმართულებით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობის მხარდაჭერა, მათ შორის, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო და დიპლომის შემდგომი განათლების პროგრამების ხელშეწყობა.
გვადალახარაში დაგეგმილ მსოფლიო კონგრესზე, ყველა ამ საკითხზე, კონკრეტული გეგმები განიხილება და დამტკიცდება.