Logo

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია

სიახლეები

სტაჟიორთა პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა

სტაჟიორთა პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა

17 ივნისი 2022

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ სტაჟიორთა პროგრამის პირველი სამ თვიანი ეტაპი დაასრულა.

 

სტაჟირების პროგრამა “სპორტული მედიცინა XXI”-ის ფარგლებში მიმდინარეობდა, რომლის ხელმძღვანელი, ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი და ნიუ ვიჟენ უნივერისტეტის პროფესორი, ხათუნა საგანელიძე და პოსტდამის უნივერსიტეტის პროფესორი, ფრენკ მაიერი არიან.

 

ტრეინინგების ციკლში 90-მდე ახალგაზრდამ სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული გადამზადება გაიარა.

 

პროგრამის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დასწრებოდნენ ტრეინინგების ციკლს შემდეგი მიმართულებებით:

 

·      ქვედა კიდურების დინამიური ანატომია და ორთოპედიული ტესტირების ტექნიკის დინამიკა

 

·      სპორტული ტრავმები და მათი პრევენციისა და რეაბილიტაციის სტრატეგიები

 

·      ანტიდოპინგი და სპორტული მედიცინა

 

·      ოკუპაციური თერაპია

 

·      კინეზოთერაპია

 

·      ფიზიკური რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდები

 

გარდა თეორიული სწავლებისა, სტაჟირების პროგრამის მონაწილეები პრაქტიკულ სწავლებას გადიოდნენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ბაზაზე, საფეხბურთო აკადემიებში, სარეაბილიტაციო ცენტრებსა და კლინიკებში.

 

პირველი ეტაპის მონაწილეებს სერტიფიკატები ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კახაბრიშვილმა და პროგრამის ხელმძღვანელმა, ხათუნა საგანელიძემ გადასცეს. კურსდამთავრებულებს შანსი აქვთ კვალიფიკაცია უცხოეთშიც აიმაღლონ და ამ პროგრამებს ასოციაცია მათ უახლოეს მომავალში შესთავაზებს.